ტრანსფერი – თელავის მცველი როტორში გადავიდა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “როტორში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა.

“თელავის” ფეხბურთელი, ილია ბერიაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

22 წლის ცენტრალურ მცველსა და “როტორს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები ჯერ-ჯერობით უცნობია.

გეტყვით, რომ ბერიაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახლა უკვე ყოფილი წევრია. გასულ შესარჩევ ეტაპზე მან 7 მატჩი ჩაატარა,  ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა კი 2-ჯერ მიიღო.

ტრანსფერი – თელავის მცველი როტორში გადავიდა

სტატიის ავტორი
-