მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს “ურალის” ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და […]