წითელი ბარათის მიღების შემდეგ ნეიმარი მეტოქეს მოედნის გარეთაც დაუპირისპირდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ნეიმარი ,,ლილის” მცველს – ტიაგუ ჟალოს ჯერ მოედანზე დაუპირისპირდა, შემდეგ კი გასახდელისკენ მიმავალ გზაზე.



მატჩის 91-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ორივე ფეხბურთელი გააძევა. გვირაბში გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ მოთამაშეები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ, თუმცა ოფიციალურმა პირებმა მათი გაშველება შეძლეს.

წითელი ბარათის მიღების შემდეგ ნეიმარი მეტოქეს მოედნის გარეთაც დაუპირისპირდა 2


წითელი ბარათის მიღების შემდეგ ნეიმარი მეტოქეს მოედნის გარეთაც დაუპირისპირდა 3


საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,ლილის” უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. 31 ტურის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 63 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ლილის” 3 ქულით ჩამორჩება.

 

წითელი ბარათის მიღების შემდეგ ნეიმარი მეტოქეს მოედნის გარეთაც დაუპირისპირდა

სტატიის ავტორი
-