ციურიხის ფანების მსვლელობა არსენალთან მატჩის წინ | VIDEO

UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში, “არსენალისა” და “ციურიხის” დაპირისპირება შედგა. “ემირეიტსზე” გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, A-ჯგუფში საინტერესო ვითარება შეიქმნა. პირველი ადგილის დასაკავებლად “მეთოფეებს” გამარჯვება ესაჭირებოედათ – “ციურიხი” ასევე რთულ ვითარებაში არმოჩნდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შვეიცარიული კლუბი ჯგუფში ბოლო ადგილის ნაცვლად, მე-3 ადგილს დაიკავებდა და ასპარეზობის გაგრძელებას UEFA-ს კონფერენს ლიგაზე შეძლებდა.

მთელი მატჩის განმავლობაში შესამჩნევი იყო “ციურიხის” გულშემატკივრების აქტიურობა. შვეიცარიელი ფანები საკუთარ კლუბს საგულშემატკივროდ ლონდონში გაჰყვნენ და სტადიონამდე მსვლელობაც მოაწყვეს.

https://twitter.com/FBAwayDays/status/1588277092952592385

ციურიხის ფანების მსვლელობა არსენალთან მატჩის წინ | VIDEO

სტატიის ავტორი
-