ცნობილია გუნდი, რომელსაც რონალდუ ბავშვობაში გულშემატკივრობდა

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა – კრიშტიანუ რონალდუმ, გაამხილა გუნდი, რომელსაც ბავვობაში გულშემატკივრობდა. რონალდუს მტკიცებით, “სპორტინგში” გადასვლამდე და პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე, “ბენფიკას” გულშემატკივრობდა.

1997 წელს, “სპორტინგის” აკადემიაში გადასვლამდე, რონალდუ “ანდორინიასა” და “ნასიონალის” საბავშვო გუნდების ღირსებას იცავდა – სწორედ ამ დროს ოქროს ბურთის 5-გზის ტრიუმფატორი “ბენფიკას” აქტიურად გულშემატკივრობდა. შეიძლება ითქვას, რომ “ბენფიკა” პორტუგალიის საკულტო კლუბია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ (37) გახდა. მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “პორტუ” პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულს 29-ჯერ დაეუფლა – “სპორტინგის” აქტივში კი 19 საჩემპიონო ტიტულია.

“როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი “ბენფიკას” ვგულშემატკივრობდი, მაგრამ “სპორტინგში” გადასვლის შემდეგ, ეს უკანასკნელი ჩემი რჩეული კლუბი გახდა. “სპორტინგში” 7 დაუვიწყარი წელი გავატარე და მადლიერი ვარ ამ კლუბის, რომელმაც ყველაფერი მომცა. სწორედ ამიტომ, “სპორტინგი” ჩემი რჩეული კლუბია”, – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

 

ცნობილია გუნდი, რომელსაც რონალდუ ბავშვობაში გულშემატკივრობდა

სტატიის ავტორი
-