“Covid-19” – მილანის ფეხბურთელებმა ტესტი ჩაიტარეს

როგორც ცნბოილია სულ მალე იტალიის სერია ა უნდა განახლდეს. ამასთან დაკავშირებით “მილანის” ყველა ფეხბურთელმა და გუნდის წევრმა კორონავირუსის ტესტი ჩააბარეს.

1 თვის წინ მილანის ლეგენდარულ ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად სპორტულ დირექტორს პაოლო მალდინის და მის ვაჟს დანიელ მალდინის “Covid-19” აღმოაჩნდა, თუმცა ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ.

რაც შეეხებათ სხვა გუნდის წევრებს, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მილანი” ვარჯიშს განაახლებს და მოემზადებიან სერია ა-ს განახლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ “როსონერი” 26 ტურის შემდეგ, 36 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

“Covid-19” – მილანის ფეხბურთელებმა ტესტი ჩაიტარეს

სტატიის ავტორი
-