ცნობილია თანხა, რომელსაც ინგლისელი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში მიიღებენ

იმ შემთხვევაში თუ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ეროვნული გუნდის თითოეული ფეხბურთელი 400-450 ათას ფუნტს მიიღებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინგლისელებს ბონუს თანხა თითოეული რაუნდის დაძლევის შემდეგ გადაეცემათ.

თუ საუთგეიტის გუნდი ფინალში გავა და მოიგებს, ყველა მოთამაშეს 450 ათას ფუნტამდე შეხვდება.

ინგლისის ნაკრები მერვედფინალშია, სადაც დღეს სენეგალს დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ცნობილია თანხა, რომელსაც ინგლისელი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში მიიღებენ

სტატიის ავტორი
-