ცნობილია თუ რა თანხას გამოიმუშავებენ ქართული კლუბები ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები, სადაც 3 ქართული კლუბი მონაწილეობდა.

“დინამო” თბილისმა შინ ანდორული “ენგორდანი” 6:0 დაამარცხა და უკვე შეგვიძლია ითქვას, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

საჩხერის “ჩიხურამ” ლუქსემბურგში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იმერლებმა “ფოლა” 1:2 დაამარცხეს და დიდი ალბათობის ქართული კლუბი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა.

რაც შეეხება დაშლის პირას მყოფ ქუთაისი “ტორპედოს”, ქუთაისელები ყაზახეთში “ორდაბასის” წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ და ქართველებს სამშობლოში ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

თუ ქართველი კლუბები პირველ ბარიერს დაძლევენ და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ, თითოეული კლუბი კომპენსაციის სახით €260,000 ევროს მიიღებს.

ცნობილია თუ რა თანხას გამოიმუშავებენ ქართული კლუბები ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში

სტატიის ავტორი
-