ცნობილია, თუ ვინ მოირგებს ბარსელონაში 10 ნომრიან მაისურს

კატალონიის “ბარსელონამ” სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, კლუბის ახალი 10-იანის შესახებ.

კატალონიელთა ახალი 10 ნომერი – 18 წლის ანსუ ფატი იქნება.

ანსუ ფატი “ბარსელონაში” 2019 წლიდან ირიცხება, სადაც 31 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი გოლით 11-ჯერ გამოიჩინა. როგორც ჩანს, კატალონიელები ყველაზე დიდ იმედს სწორედ 18 წლის ამომავალ ვარსკვლავზე ამყარებენ.

ცნობილია, თუ ვინ მოირგებს ბარსელონაში 10 ნომრიან მაისურს

სტატიის ავტორი
-