ტუხელი: “წარმოიდგინეთ რას ვიზამდი, ორივე ფეხი რომ ჯანმრთელად მქონოდა”

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში “პსჟ”-მ “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პარიზელები ბოლო წამამდე მარცხდებოდნენ, თუმცა 90-ე და 93-ე წუთზე გატანილი გოლებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერები ვართ, რომ ამ მომენტის მონაწილეები ვართ. გარედან ხალხი ვერ ხვდება, თუ რამდენად რთულია ამ შედეგების მიღწევა.

წარმოიდგინეთ, რას ვიზამდი აღნიშვნის დროს, ორივე ფეხი რომ ჯანმრთელად მქონოდა. შესაძლოა, ეს ყოფილიყო დღე, როდესაც თქვენ ჩემგან 40-50 მეტრიან სპრინტს იხილავდით,” – თქვა ტუხელმა.

ტუხელი: “წარმოიდგინეთ რას ვიზამდი, ორივე ფეხი რომ ჯანმრთელად მქონოდა”

სტატიის ავტორი
-