U 21 | 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე გაირკვა.

ბათუმში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ქუთაისში კი ისრაელმა ჩეხეთი 1:0 დაამარცხა.

შედეგად, C ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით ინგლისი გავიდა (რაც ამ ტურამდეც ცნობილი იყო), მეორე ადგილი კი 4 ქულით ისრაელმა დაიკავა.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ისრაელი იქნება. მატჩი შაბათს, პირველ ივლისს, ,,დინამო არენაზე” გაიმართება.

U 21 | 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-