U 21 | უკრაინამ საფრანგეთს მოუგო, საქართველომ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთს 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების გუშინდელი მარცხის მიუხედავად, ჩვენი გუნდი პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებდა – ამისთვის დღეს ინგლისს პორტუგალიისთვის უნდა მოეგო (რაც ასე მოხდა), საფრანგეთს კი – უკრაინისთვის. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსა და უკრაინას შორის, 7 ივლისს, რუმინეთში, გაიმართებოდა მატჩი, რომელშიც ოლიმპიადაზე მონაწილე ნაკრების ვინაობა გაირკვეოდა.

შედეგად, საქართველოს, უკრაინელთა გამარჯვების შემდეგ, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი აღარ აქვს.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ინგლისი – ისრაელი, ესპანეთი – უკრაინა. ოლიმპიადაზე თამაშის უფლება ისრაელმა, უკრაინამ და ესპანეთმა მოიპოვეს.

https://twitter.com/UEFAUnder21/status/1675609593865445378

U 21 | უკრაინამ საფრანგეთს მოუგო, საქართველომ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა

სტატიის ავტორი
-