“უდიდესი უპატივცემულობა”, – ფერდინანდი მესის კედლის მიღმა დაწოლაზე

28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრების ნაწილი გაიმართა, სადაც დღის ცენტრალური მატჩი “პსჟ”-სა და “სიტის” შორის გასამართი შეხვედრა გახლდათ.

ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება დაძაბულობით აღსავსე გამოდგა, თუმცა ფრანგებმა დამაჯერებლად იმარჯვეს – მათ ორივე ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაიტანეს.

შეხვედრის მეორე ტაიმში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ლეო მესიმ, ფრანგული კლუბის რიგებში მისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდში, მაშინ როდესაც ინგლისელები ჯარიმას ასრულებდნენ, ლეო მესი “კედლის” უკან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყო წარმოდგენილი, რამაც ფეხბურთის მცოდნეებისა და ქომაგების გაკვირვება გამოიწვია.


"უდიდესი უპატივცემულობა", - ფერდინანდი მესის კედლის მიღმა დაწოლაზე 1

მესი კედლის მიღმა


რიო ფერდინანდი ამ მომენტს ლიონელ მესის უპატივცემულობად აღწერს:


"უდიდესი უპატივცემულობა", - ფერდინანდი მესის კედლის მიღმა დაწოლაზე 2


“უდიდესი უპატივცემულობა”

“მე რომ მესი ვიყო თანაგუნდელი ვყოფილიყავი, ამას ნამდვილად არ ვაკადრებდი”, – ასე გაიხუმრა რიო ფერდინანდმა ზემოთხსენებულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ “კედლის” მიღმა დაწოლა, ბოლოდროინდელ საფეხბურთო პრაქტიკაში დანერგილი ტაქტიკაა.

 

“უდიდესი უპატივცემულობა”, – ფერდინანდი მესის კედლის მიღმა დაწოლაზე

სტატიის ავტორი
-