UEFA.com-მა გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იმ 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დასახელდა, რომლებიც UEFA.com-ის გუნდის აზრით 2021 წელს შესაძლოა დიდ აღმოჩენად იქცნენ.

თბილისის “ლოკომოტივმა” ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის “დინამოს” ანგარიშით 2:1 მოუგო. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ თბილისელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო.

გამოკითხვაში მონაწილეობა UEFA.com-ის  რეპორტიორებმა, კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა მიიღეს.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე წერია:

“გიორგი მამარდაშვილი – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების პირველი მეკარე. ახლა მამარდაშვილი რეპუტაციას იხვეჭს და ასევე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა”.


 

▶ uefa.com-მა, გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა – UEFA.com’s ones to watch for…

Posted by FC Locomotive Tbilisi on

 

UEFA.com-მა გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

სტატიის ავტორი
-