ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 75 ლიგაში ჩატარებული წუთებისა და სათამაშო დონის გათვალისწინებით, საუკეთესო 25-წლამდე მეკარეებს გამოარჩევს. სიაში მე-4 ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა, რომელმაც CIES Football Observatory-სგან 67 ქულა დაიმსახურა. ქართველი მეკარე მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმას (79,8), ბენტო კრეპსკისა (ატლეტიკო პარანაენსე, […]