UEFA “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის, ანხელ დი მარიას დისკვალიფიკაციას განიხილავს – აღნიშნულის მიზეზი არგენტინელის არასპორტული საქციელი გახდა, რასაც ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრისას ჰქონდა.
პრესნელ კიმპემბეს მიერ გატანილი გოლის აღნიშვნისას, დი მარიამ “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებულ პუბლიკას შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც შესაძლოა არგენტინელმა განმეორებით მატჩში მონაწილეობა ვეღარ მიიღოს.
Di Maria to Manchester united fans
F***k you f***k you pic.twitter.com/XUKnMX4EU1
— Chelsea News 📝 (@Sarriballfc) February 12, 2019
UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის საბოლოოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.