უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი მოდელი წარადგინა

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატის ცვლილებას გეგმავს.

სავარაუდოდ, უეფას მიერ წარდგენილი ახალი მოდელი, ძალაში 2024/25 წლების სეზონიდან შევა და მასში შემდეგი ცვლილებები იქნება:

  • გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება.
  • ჯგუფური ეტაპები გაუქმდება და ერთი, საერთო ცხრილი შეიქმნება.
  • თითოეული გუნდი 5 მეტოქეს დაუპირისპირდება და ხუთ-ხუთ გასვლით და საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.
  • საერთო ჯამში გუნდები 100 მატჩს ჩაატარებენ.
  • 8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.
  • მეცხრედან 24-ე ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რომლებიც მერვედფინალის საგზურს მოიპოვებიან.

აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება და ოფიციალური სტრუქტურის მიერ არ დადასტურებულა.

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი მოდელი წარადგინა

სტატიის ავტორი
-