უეფამ ევრო 2020-ის თილისმა წარადგინა – ბიჭუნა „სკილზი“ (ვიდეო)

ამსტერდამში, ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებების შესარჩევი მატჩის წინ, უეფამ ოფიციალურად წარადგინა ევრო 2020-ის თილისმა. ეს არის საფეხბურთო ფრისტაილერი ბიჭუნა, რომელსაც სკილზი ჰქვია.

პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ საფეხბურთო ფრისტაილში მსოფლიოს ჩემპიონები – ლივ კუკი და ტობიას ბექსი.

„ჩვენ მოგვეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, მთელს ევროპას ვაჩვენოთ ფრისტაილისა და ქუჩის ფეხბურთის სილამაზე. პარკში ან მსოფლიო დონის ტურნირზე ფეხბურთი ან ფრისტაილი ბურთით თვითგამოხატვის საშუალებაა“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ლივ კუკმა.

წყარო: 1tv

სტატიის ავტორი
-