უეფამ ფენერბახჩე დასაჯა

უეფამ ,,ფენერბახჩე” 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და მომდევნო ევროთასის საშინაო მატჩისთვის 5000-ადგილიანი ტრიბუნის დახურვა უბრძანა.

საქმე ეხება კიევის ,,დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას, სადაც თურქული კლუბის გულშემატკივრებმა მოედანზე ნივთები ისროლეს და შეურაცხმყოფელი ხასიათის პროვოკაციული შეძახილები გამოიყენეს – მეტოქის გატანილი გოლის შემდეგ ,,ფენერბახჩეს” ფანებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სახელის სკანდირება დაიწყეს.



,,დინამომ” ,,ფენერს” ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო და ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში ,,შტურმთან” 1:0 იმარჯვა.

რაც შეეხება ,,ფენერბახჩეს”, სტამბოლელებმა ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლეს და პირველ მატჩში ,,სლოვაცკოს” 3:0 მოუგეს.


უეფამ ფენერბახჩე დასაჯა

სტატიის ავტორი
-