უეფამ, შესაძლოა, იუვენტუსს მომავალ წელს ევროტურნირებზე თამაში აუკრძალოს

ფინანსური თაღლითობის გამო, ,,იუვენტუსმა”, შესაძლოა, მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უეფა ამ ეტაპზე გამოძიებას აწარმოებს და საქმის დოკუმენტაციას იკვლევს. თუ გამოძიება აგვისტომდე არ დასრულდება, ორგანიზაცია ტურინული გუნდის წინააღმდეგ სანქციებს დამოუკიდებლად მიიღებს.

იანვარში იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ქულების დაკლების გამო, ტურინული გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. თუმცა, გასულ კვირას ,,ბებერ ქალბატონებს” იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამორთეული ქულები დაუბრუნა და ალეგრის გუნდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

https://twitter.com/FootballTalkHQ/status/1650806392649859080

უეფამ, შესაძლოა, იუვენტუსს მომავალ წელს ევროტურნირებზე თამაში აუკრძალოს

სტატიის ავტორი
-