უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

“ტოტენჰემისა” და საფრანგეთის ნაკრების კიპერმა, უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა.

ლორისი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერს მიიჩნევს. ფრანგი კიპერის მტკიცებით, მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე შეუდარებელია.

“ეჭვგარეშეა – ნოიერი საუკეთესოა! იგი ფენომენალური მეკარეა, რომელიც მომავალში კვლავ ბრწყინვალედ იასპარეზებს. მის ამჟამინდელ ფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა”,- აღნიშნა უგო ლორისმა.

უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

სტატიის ავტორი
-