უიშვიათესი შემთხვევა რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში

დღეს რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთმანეთს “ტამობივსა” და “კრილია სოვეტოვის” 19 წლამდელთა გუნდები უპირისპირდებოდნენ. მატჩის 63-ე წუთზე ბოლშაკოვმა “ტამბოვი” დააწინაურა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მატჩის არბიტრს ხსენებულ მატჩში 6-ჯერ მოუწია წითელი ბარათის ამოღება. 6-დან 5-ჯერ “კრილია სოვეტოვის” ფეხბურთელები დასაჩუქრდნენ.
ფეხბურთის წესების მიხედვით, გუნდს, რომელსაც 5 ფეხბურთელს გაუძევებენ, ავტომატურად ტექნიკურ წაგებაში ეთვლება(3:0).

უიშვიათესი შემთხვევა რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში 1

უიშვიათესი შემთხვევა რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში

სტატიის ავტორი
-