უკანასკნელი და იმედისმომცემი ცნობები ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოების შესახებ

“კარდიფის” დაკარგული ფეხბურთელის, ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები შესაბამისი თანხის შეგროვების შემდეგ კვლავ განახლდა. დაკარგული თვითმფრინავის, პილოტისა და ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოები ამჯერად წყალქვეშ გაგრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სალას სამძებრო ოპერაციის გასაგრძელებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე 4.500-ზე მეტმა ადამიანმა დაახლოებით 300.000 ფუნტი გადარიცხა – რაც სრულებით საკმარისია სამძებრო სამუშაოების გასაგრძელებლად.

წყაროს მტკიცებით, შესაბამისი სამძებრო მოწყობილობებით აღჭურვილი გემი, სამძებრო სამუშაოების შესასრულებლად უკვე მიემართება.

უკანასკნელი და იმედისმომცემი ცნობები ემილიანო სალას სამძებრო სამუშაოების შესახებ

სტატიის ავტორი
-