უკრაინაში ომს დავით ხოჭოლავას ცოლის მამა ემსხვერპლა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კოპენჰაგენის” მცველის, დავით ხოჭოლავას, მეუღლის მამა უკრაინაში რუსების დაბომბვას ემსხვერპლა. ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის მეუღლემ, იულია ხოჭოლავამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

,,დღეს, ღამის 04:00 საათზე, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად მამაჩემი გარდაიცვალა. მამა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. ასეთი ტკივილი არასდროს განმიცდია,” – წერს იულია ხოჭოლავა.


21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.


უკრაინაში ომს დავით ხოჭოლავას ცოლის მამა ემსხვერპლა 1

უკრაინაში ომს დავით ხოჭოლავას ცოლის მამა ემსხვერპლა

სტატიის ავტორი
-