იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამოცვლას გადაწყვეტს, სლავენ ბილიჩი მთავარი კანდიდატი იქნება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ხორვატი სპეციალისტის ბოლო გუნდი ,,უოტფორდი” იყო, საიდანაც 7 მარტს დაითხოვეს.
პირველ მარტს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რუსლან როტანი დაინიშნა. მას შემდეგ უკრაინის ნაკრები ინგლისთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.
უკრაინელები მომდევნო შეხვედრას 16 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ.