უმტიტიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

სამუელ უმტიტიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

უმტიტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ესპანურმა გრანდმა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა. უმტიტის ხელფასი 10%-ით შემცირდება, ხოლო ფრანგი მცველისთვის 18 თვეში გადასახდელი თანხა 54 თვეზე გადანაწილდა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, საერთო ჯამში “ბარსელონა” 50 მილიონ ევროს დაზოგავს.

მიმდინარე სეზონში უმტიტიმ “ბარსას” მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელს ტრავმები აწუხებს.

უმტიტიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-