უმტიტის მორიგი ტრავმა – ფრანგს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება

სამუელ უმტიტიმ “ბარსელონას” ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ფრანგს მცველს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ადასტურებს.

როგორც ცნობილია, უმტიტის მარჯვენა ტერფის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც ის მოედანს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, რომ ხშირი ტრავმიანობის გამო სამუელმა “ბარსელონას” ძირითად 11-ეულში ადგილი დაკარგა. 28 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ უმტიტიმ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტით “ბარსა” 50 მილიონს დაზოგავს.

უმტიტის მორიგი ტრავმა – ფრანგს ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება

სტატიის ავტორი
-