უნაი ემერიმ არსენალის სავარჯიშო პროცესში ცვლილებები შეიტანა

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა “მეთოფეების” სავარჯიშო პროცესში კორექტივები შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ემერიმ არა მხოლოდ სავარჯიშო პროცესი შეცვალა – არამედ ფეხბურთელების დიეტასა და ფორმაზეც იზრუნა.

ერთ-ერთ მთავარ ცვლილებად სავარჯიშო მოედნების სიახლოვეს დახურული სატრენაჟორო დარბაზების მოწყობა ითვლება. ამიერიდან “არსენალის” ფეხბურთელებს შესაძლებლობა მიეცათ კარდიო დატვირთვები და მსგავსი ვარჯიშები მოედანთან ახლოს მოწყობილ დარბაზებში შეასრულონ. მაღალი პრესინგის ტაქტიკიდან გამომდინარე, რა დროსაც ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადების მაღალი დონე მოეთხოვებათ – ემერიმ სავარჯიშო პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახადა.

ჩრდილო ლონდონური კლუბის თავკაცმა ფეხბურთელების დიეტის გაკონტროლებაც დაიწყო. შაქრის დიდი რაოდენობით შემცვლელობის გამო, “არსენალის” ფეხბურთელებს რაციონიდან ხილის წვენების ამოღება მოუწიათ. “არსენალის” სამედიცინო შტაბის წევრები მკაცრად გააკონტროლებენ ფეხბურთელების წონას და ცხიმის შემცველობას მათ სხეულებში.

უნაი ემერიმ არსენალის სავარჯიშო პროცესში ცვლილებები შეიტანა

სტატიის ავტორი
-