უნიკალური შემთხვევა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში

“კარაბაო თასის” ეგიდით გამართული შეხვედრა, რომელშიც “მილუოლი” “ფულჰემს” დაუპირისპირდა, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. ლონდონურ კლუბებს შორის გამართული მატჩის 81-ე წუთზე, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა.

შეხვედრის 81-ე წუთზე, “ფულჰემის” რიგებში მოედანზე 15 წლის ჰარვი ელიოტი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ჰარვი ელიოტი გახდა 2003 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ გამართულ პროფესიონალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

უნიკალური შემთხვევა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში 1

 

უნიკალური შემთხვევა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში

სტატიის ავტორი
-