უნიკალური შემთხვევა ლევერკუზენისა და ბაიერნის მატჩში !!

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი ლევერკუზენის “ბაიერსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის.

“რეკორდმაისტერმა” შეხვედრა 2:4 მოიგო. ბოლო გოლი ლევერკუზენმა გაიტანა, კონკრეტულად კი ფლორიან ვირცმა, რომელიც 17 წლის გახლავთ.

საინტერესო ის არის, რომ მანუელ ნოიერს ბუნდესლიგაში დებიუტი მაშინ ჰქონდა, როცა ვირცი 3 წლის 3 თვის და 16 დღის იყო.

ახლა ვირცი 17 წლის 1 თვის და 3 დღის გახლავთ და სწორედ ამ ასაკში მოახერხა მანუელ ნოიერისთვის გოლის გატანა.

ფლორიანისთვის ეს პირველი პროფესიონალური გოლია ბუნდესლიგაში.

უნიკალური შემთხვევა ლევერკუზენისა და ბაიერნის მატჩში !!

სტატიის ავტორი
-