უცნაური მიზეზი რის გამოც რონალდუმ მანჩესტერში საცხოვრებელი შეიცვალა

“მანჩესტერ იუნაიტედში” კვლავ დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუ, ოჯახთან ერთად მდიდრულ სახლში დასახლდა. £6 მილიონად შეფასებულ სახლს გარშემო საკმაოდ ვრცელი მინდორი ესაზღვრება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ სოციალურ ქსელებში რონალდუს შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა – ფოტოზე პორტუგალიელის ოჯახთან ერთად ცხვრებიც მოხვდნენ.


უცნაური მიზეზი რის გამოც რონალდუმ მანჩესტერში საცხოვრებელი შეიცვალა 1


The Sun-ის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ ცხვრების ხმაურმა შეაწუხა და იძულებული გახდა საცხოვრებელი შეეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ და მისი ოჯახი არანაკლებ ფეშენებელურ 7-საძინებლიან სახლში გადავიდნენ. პორტუგალიელის ახალი სახლი ჩეშირის ოლქში მდებარეობს და მისი ღირებულება £3 მილიონს შეადგენს.


უცნაური მიზეზი რის გამოც რონალდუმ მანჩესტერში საცხოვრებელი შეიცვალა 2

უცნაური მიზეზი რის გამოც რონალდუმ მანჩესტერში საცხოვრებელი შეიცვალა

სტატიის ავტორი
-