უცნობი ისტორია, როდესაც ესიენის დაბადების დღეზე მხოლოდ ორი თანაგუნდელი მივიდა

2012 წელს, მიკაელ ესიენისა და ჟოზე მოურინიოს გზები კვლავ გადაიკვეთა. იჯარის წესით “ჩელსიდან” “რეალში” გადასული ფეხბურთელის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ესიენისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი არც ისე სახარბიელოდ დაიწყო.

“სამეფო კლუბის” ახალწვეულმა დაბადების დღის აღნიშვნა “რეალის” ფეხბურთელებთან ერთად გადაწყვიტა. 30-წლის იუბილეზე ესიენმა “რეალის” ყველა ფეხბურთელი დაპატიჟა, თუმცა წვეულებაზე მხოლოდ ორი ვარსკვლავი მივიდა. ესიენის წვეულებაზე მხოლოდ რიკარდო კარვალიო და ლუკა მოდრიჩი მივიდნენ.

ესიენთან მჭიდრო ურთიერთობის გამო, მოურინიო “რეალის” ფეხბურთელებს გაუბრაზდა და განელი ვარსკვლავის გამხნევება სცადა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესიენს აუხსნა, რომ “რეალის” ფეხბურთელებს მისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ და წვეულებაზე მხოლოდ იმიტომ ვერ მივიდნენ, რომ სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით იყვნენ დაკავებული.

უცნობი ისტორია, როდესაც ესიენის დაბადების დღეზე მხოლოდ ორი თანაგუნდელი მივიდა 1

უცნობი ისტორია, როდესაც ესიენის დაბადების დღეზე მხოლოდ ორი თანაგუნდელი მივიდა

სტატიის ავტორი
-