ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

MLS-ის 29-ე ტურის შეხვედრაში, “სან ხოსე” – “ატლანტა იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მატჩი “სან ხოსეს” მარცხით, ანგარიშით 3:4 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. ორივე მათგანმა, მოედანზე 90 წუთი დაჰყო .

შეხვედრის 58-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. “სან ხოსეს” ქართველმა ლეგიონერმა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. შესანიშნავი ცრუმოძრაობებით, ყაზაიშვილმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში აუღებელი დაარტყა.

სტატიის ავტორი
-