ვალვერდე კენჭისყრის შედეგებს აფასებს

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, 17 დეკემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას ეხმაურება.

მოგეხსენებათ, 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია, რომლის თანახმადაც კატალონიის “ბარსელონას” მეტოქე ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “ლიონი” იქნება.

“კენჭისყრის შედეგად ჩვენ საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი შეგვხვდა, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. წინ 2 თვეა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ “ლიონთან” მატჩს შესანიშნავ ფორმაში შევხვდეთ, ამ გუნდს ძალიან კარგად შეუძლია სივრცეების გამოყენება და უდავოდ სახიფათოა მათთან თავდაჯერებული თამაში”, – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.

ვალვერდე კენჭისყრის შედეგებს აფასებს

სტატიის ავტორი
-