ვან დაიკმა დაასახელა თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის” მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა, უპასუხა შეკითხვას თუ რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გაუჭირდა თამაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად:

,,ჟირუს… ეს არის თავდამსხმელი, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი პრობლემა შემიქმნა. რაღაც ძალებით ყოველთვის ახერხებს გოლების გატანას,” – ვან დაიკის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა ოლივიე ჟირუს წინააღმდეგ სულ 12-ჯერ ითამაშა. ამ 12 შეხვედრიდან 5-ში ფრანგმა თავდამსხმელმა იმარჯვა, 4-ში ნიდერლანდელმა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ჟირუს ანგარიშზე ,,მილანის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ვან დაიკმა დაასახელა თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა

სტატიის ავტორი
-