ვან გაალი ფეხბურთს უბრუნდება?

პორტუგალიური მედიის თანახმად, ლისაბონის “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა ლუის ვან გაალი დაინიშნოს. A Bola იტყობინება, რომ ამ ეტაპზე ჰოლანდიელ სპეციალისტთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ორი მხარე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი უკანასკნელად “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნიდა (2014-2016). მას წითელ ეშმაკებთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და როგორც გუნდის სპორტული დირექტორი, ედ ვუდვორდი აღნიშნავდა, ვან გაალმა “მანჩესტერს ახალი ენერგია შემატა.” თუმცა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ოლდ ტრაფორდის პუბლიკა მხოლოდ FA თასით გაახარა.

 

 

ვან გაალი ფეხბურთს უბრუნდება?

სტატიის ავტორი
-