ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. Instagram-ზე განთავსებული პოსტებით კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავრებულ ერთ პოსტში $889.000 გამოიმუშავებს.

მეორე და მესამე ადგილს ასევე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იკავებენ. ნეიმარი $704.000 გამოიმუშავებს, ლეო მესი კი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $695.000 იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა ათეულში – 8 ფეხბურთელი, 1 კალათბურთელი და 1 კრიკეტის მოთამაშე მოხვდა. ათეულს მიღმა დარჩნენ კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი. UFC-ის სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $170.000 იღებს. მეივეზერის შემოსავალი კი $108.800 შეადგენს.

  1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) – $889.000
  2. ნეიმარი (ფეხბურთი) – $704.000 
  3. ლეო მესი (ფეხბურთი) – $695.000
  4. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – $339.000
  5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – $307.000
  6. ვირატ კოლი (კრიკეტი) – $296.000
  7. რონალდინიო (ფეხბურთი) – $238.000
  8. გარეთ ბეილი (ფეხბურთი) – $200.000
  9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ფეხბურთი) – $200.000
  10. მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი) – $180.000

ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ

სტატიის ავტორი
-