ვენაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ავსტრიისა და დანიის მატჩი გადაიდო

ავსტრიასა და დანიას შორის ერთა ლიგის შეხვედრა 22:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვენაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სიტუაციის გამოსასწორებლად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში სწორედ ეს ორი ნაკრები ლიდერობს – საწყის ტურში ავსტრიამ ხორვატიას სტუმრად 3:0 მოუგო, დანიამ კი საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.


ვენაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ავსტრიისა და დანიის მატჩი გადაიდო

სტატიის ავტორი
-