ვერმაელენის მორიგი ტრავმა და საოცარი სტატისტიკა

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ტომას ვერმალენმა “ვალიადოლიდთან” მატჩში მორიგი ტრავმა მიიღო.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა.  ამის გამო, ვერმალენი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა და შესაბამისად, “ლიონთან” არ იქნება.

საინტერესოა, რომ სტატისტიკოსებმა 33 წლის ბელგიელი მოთამაშის ტრავმების რაოდენობა დაითვალეს. 2007 წლის შემდეგ, ვერმაელენმა 24-ჯერ მიიღო დაზიანება, რომლის გამოც გარკვეული პერიოდით გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ ვერმაელენი “ბარსელონაში” გადასვლამდე “არსენალის” ღირსებას იცავდა და “მეთოფეთა” შემადგენლობაშიც ხშირად უწევდა ტრავმის გამო განაცხადს მიღმა ყოფნა.

ვერმაელენის მორიგი ტრავმა და საოცარი სტატისტიკა

სტატიის ავტორი
-