ვესტ ჰემის 8 ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ვესტ ჰემის” რვა ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. წყაროს მტკიცებით, ლონდონური კლუბის 8 ფეხბურთელს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

აღნიშნულ ინფორმაციას, “ვესტ ჰემის” ვიცე პრეზიდენტი – კარენ ბრეიდი ავრცელებს.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათგანს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. მათ და მათი ოჯახის წევრებს გამოჯანმრთელებასა და კარგად ყოფნას ვუსურვებ”, – აღნიშნა კარენ ბრეიდიმ.

 

ვესტ ჰემის 8 ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

სტატიის ავტორი
-