ვინ გახდება 2022 წლის საუკეთესო მეკარე? – სამი ფინალისტი ცნობილია

2022 წლის საუკეთესო მეკარის წოდებისთვის იასინ ბონო (მაროკო, ,,სევილია”), ემილიანო მარტინესი (არგენტინა, ,,ასტონ ვილა”) და ტიბო კურტუა (ბელგია, ,,რეალი”) იბრძოლებენ. ინფორმაციას ფიფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

12 იანვარს გამოქვეყნებულ ტოპ ხუთეულს ორი ბრაზილიელი მეკარე – ალისონ ბეკერი (,,ლივერპული”) და ედერსონი (,,მანჩესტერ სიტი”), გამოაკლდა.

გამარჯვებული 27 თებერვალს, პარიზში, FIFA-ს გალა დაჯილდოებაზე გამოვლინდება.

ჯილდოს მოქმედი მფლობელი ლონდონის ,,ჩელსისა” და სენეგალის ნაკრების მეკარე, ედუარ მენდია.

https://twitter.com/FIFAWorldCup/status/1623352101689561090

ვინ გახდება 2022 წლის საუკეთესო მეკარე? – სამი ფინალისტი ცნობილია

სტატიის ავტორი
-