,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც გაეზომათ” – დროგბა ოსიმენის გოლს გამოეხმაურა

სერია A-ს 21-ე ტურში, ,,სპეციასა” და ,,ნაპოლის” შეხვედრაში, ვიქტორ ოსიმენი 2,58 მეტრზე ახტა და გოლის გატანა შეძლო.

ნიგერიელმა კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 2019 წელს, ,,სამპდორიასთან” მატჩში, 2,56 მეტრზე ახტა (სერია A-ში რეკორდი ფიკაიო ტომორის ეკუთვნის – 2,63 მეტრი)

აღნიშნულ ფაქტს სპორტულმა გვერდმა, 433-მა პოსტი მიუძღვნა, რასაც დიდიე დროგბა ხუმრობით გამოეხმაურა:

,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც გაეზომათ” – დაწერა დროგბამ პოსტის კომენტარებში.

მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებუ 21 შეხვედრაში 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

,,ვისურვებდი, ნახტომები ჩემს დროსაც გაეზომათ” – დროგბა ოსიმენის გოლს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-