ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ქართველი ლეგიონერი – ხვიჩა კვარაცხელია.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა 1

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

ასევე ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა,რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი),  ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

 

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა

სტატიის ავტორი
-