“ვფიქრობ ის თავდამსხმელი არ არის” – სერ ალექსმა მარკუს რაშფორდზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კვირას “ნიუკასლი” დაამარცხა და ინგლისის ლიგის თასს მეექვსედ დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ “წითელმა ეშმაკებმა” ამ გამარჯვებით 5 წლიანი მშრალი სერია დაასრულეს. ბოლოს მანჩესტერელებმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის თასი მოიგეს.

აღნიშნულ შეხვედრაში მარკუს რაშფორდი გამორჩეული იყო, რომელმაც 39-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო. VIA SKY SPORTS-თან “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, ახლაგაზრდა შემტევზე ისაუბრა.

“ვფიქრობ ის თავდამსხმელი არ არის. ის მარცხენა ფლანგიდან თამაშობს. ის დასკვნით მომენტში ყოველთვის კარგია. სამწუხაროა, რომ გოლების მთავარი წყარო მხოლოდ ის არის. გოლის გასატანად კიდევ ვინმე გვჭირდება.” – განაცხადა სერ ალექსმა.

მიმდინარე სეზონი რაშფორდისთვის მართლაც გამორჩეულია. მარკუსს, ყველა ტურნირზე, 25 გოლთან ერთად 9 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.

შემდეგი შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედს” FA თასზე ელის. მათი მოწინააღმდეგე “ვესტ ჰემ იუნაიტედი” იქნება. აღნიშნული შეხვედრა პირველ მარტს 23:45 საათზე არის ჩანიშნული.

“ვფიქრობ ის თავდამსხმელი არ არის” – სერ ალექსმა მარკუს რაშფორდზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-