ჟირუს დაავიწყდა, რომ გოლის გატანამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული

,,მილანის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ,,სპეციასთან” მატჩში მიღებულ წითელ ბარათზე ისაუბრა. ფრანგმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ მაისური გაიხადა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო:

,,ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაა, მაგრამ ცოტა მაბრაზებს, რომ პირველი ყვითელი ბარათი დამავიწყდა. ჩემი ქმედება ადრენალით იყო გამოწვეული, რთულ მატჩში გატანილი გოლის სიხარულით… გულით ჯერ კიდევ ბავშვი ვარ,” – განაცხადა ჟირუმ.

სერია A-ს 13 ტურის შემდეგ ,,მილანი” 29 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ნაპოლის” 6 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში ჟირუს ანგარიშზე ,,როსონერის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


ოლივიე ჟირუს გოლი და გაძევება სპეციასთან | VIDEO


ჟირუს დაავიწყდა, რომ გოლის გატანამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული

სტატიის ავტორი
-