პორტუგალიის ნაკრებისა და “ბენფიკას” ფეხბურთელმა, ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.
19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “ბენფიკას” მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა.
Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიცი ხვალ ჟოაოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდება.
წყაროს თანახმად, იტალიური გრანდი მზადაა, რომ პორტუგალიელი ტალანტის გამოსასყიდი თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.