ჟორდი ალბა კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს

კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟორდი ალბა ,,ინტერ მაიამიში” ითამაშებს.

ამერიკული გუნდის მფლობელის, ხორხე მასის თქმით, ესპანელი მცველი კლუბთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

,,ინტერ მაიამიმ” რამდენიმე დღის წინ ალბას ყოფილი თანაგუნდელების – ლეო მესისა და სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერები დაადასტურა, დღეს კი დაიწერა, რომ გუნდი ლუის სუარესის გაფორმებასთანაც ახლოსაა.

ალბამ გასულ სეზონში ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჟორდი ალბა კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-