The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ვარჯიში გამოტოვა. პორტუგალიელს მედიის წარმომადგენლები სასტუმროს წინ ელოდებოდნენ, თუმცა 55 წლის სპეციალისტი არ გამოჩენილა.
პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 3 ტურია ჩატარებული, „მანჩესტერი“ კი ლიდერ „ლივერპულს“ უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
პორტუგალიელის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გუნდმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადა („ბრაიტონთან“ გასვლაზე 2:3 და ოლდ ტრაფორდზე „ტოტენჰემთან“ 0:3).