ჟოზე მოურინიოს ღირსეული საქციელი

UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ მიღებული ვერცხლის მედალი, ჟოზე მოურინიომ “რომას” პატარა გულშემატკივარს უსახსოვრა, რითიც “ჯალოროსის” ფანები აღაფრთოვანა.

UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალურ შეხვედრაში, “სევილიასა” და “რომას” დაპირისპირება შედგა. ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა.

გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც იასინ ბონოს ბენეფისი შედგა – “სევილიას” კიპერმა ბრწყინვალე სეივები განახორციელა და ანდალუსიურ კლუბს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

ჟოზე მოურინიოს ღირსეული საქციელი

სტატიის ავტორი
-