ჟურნალისტმა გვარდიოლას ზეშეფასებული (OverRated) უწოდა რაზეც პეპი მას დაეთანხმა

პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ნიგერიელმა ჟურნალისტმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

ჟურნალისტი: “პეპ, შენ ნიგერიაში ძალიან პოპულარული ხარ, არსებობს ორი აზრი შენს შესახებ – ერთი, რომ შენ საუკეთესო მწვრთნელი ხარ მსოფლიოში, ხოლო შენი მოწინააღმდეგეები იძახიან, რომ შენ ბარსადან წასვლის შემდეგ ლიგა არ მოგიგია. ამბობენ, რომ შენ ხავი, მესი და ინიესტა არ გყავდა და მათ გარეშე წარმატებას ვეღარ მიაღწიე, რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით?”

გვარდიოლა: “მე აბსოლუტურად ვეთანხმები მათ და ერთი წამითაც არ შევეკამათები, რადგან როდესაც ბარსელონაში ვიყავი იქაც ვიძახდი, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები მყავდა, ასევე წარმატებით ვმუშობდი “ბაიერნში” და “სიტიში”, მაგრამ ბარსელონაში მე იღბლიანი კაცი ვიყავი, ვწუხვარ მაგრამ კატალონიაში ძალიან გამიმართლა, მე მათ ვეთანხმები”.

ჟურნალისტმა გვარდიოლას ზეშეფასებული (OverRated) უწოდა რაზეც პეპი მას დაეთანხმა

სტატიის ავტორი
-